ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ანთროპოლოგ მარტინ ფრედერიკსენის საჯარო ლექცია „არაფრობა, ანთროპოლოგია და მნიშვნელობის ჩრდილოვანი სამყარო".

ღონისძიებები

12 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ანთროპოლოგიური კვლევითი სემინარების ფარგლებში ანთროპოლოგი მარტინ ფრედერიკსენი წაიკითხავს ლექციას: „არაფრობა, ანთროპოლოგია და მნიშვნელობის ჩრდილოვანი სამყარო". მოხსენება ეფუძნება ფრედერიკსენის ახალ წიგნს „არაფერი განსაკუთრებულის ანთროპოლოგია" (Zero Books, 2018).

თემის მოკლე აღწერა

მიუხედავად მრავალი თეორიული განსხვავების, მნიშვნელობისა და თანმიმდევრულობისა ჰერმენევტიკული პრინციპები ანთროპოლოგიური წერის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენდა. თუმცა ისეთი საკითხები, როგორებიცაა არაფრობა და ემპირიული უმნიშვნელობა ან არათანმიმდევრულობა, წერის ზემოთ ხსენებულ ფორმებსა და სოციალური სამყაროს ანალიზს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მოხსენება იწყება ჟან-პოლ სარტრისა და სიუზან ზონტაგის პოზიციებიდან, რომ არაფერი არსებობს და რომ „ინტერპრეტაცია გაღარიბებაა", რაც მომხსენებელს საშუალებას მისცემს, გააანალიზოს ამ მტკიცებულებების მნიშვნელობა ანთროპოლოგიური ანალიზისთვის.

მარტინ დემანტ ფრედერიკსენი არის პოსტდოქტორანტი ოსლოს უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის დეპარტამენტში. ავტორია წიგნებისა „ახალგაზრდა მამაკაცები, დრო და მოწყენილობა საქართველოში" (2013), „ქართული პორტრეტები: ესეები რევოლუციის შემდგომი ცხოვრების შესახებ" (2017) და „არაფერი განსაკუთრებულის ანთროპოლოგია" (2018).


სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 12 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A103 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები