ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ანთროპოგენული გავლენა გარემოზე

ღონისძიებები

9 დეკემბერს, 10:00 საათიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 საკონფერენციო დარბაზში, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“ ფარგლებში, გაიმართება მოსწავლეთა კონფერენცია, თემაზე „ანთროპოგენული გავლენა გარემოზე“. 
კონფერენციის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესება გარემოს დაცვითი საკითხების კვლევით, განსაკუთრებით ბუნებრივ გარემოში ადამიანის ჩარევით შექმნილი მთავარი პრობლემების გამოვლენით და მათი წარდგენით საზოგადოების და პასუხისმგებელი პირების წინაშე.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ 14-17 წლის მოსწავლეები, ეკო და სამოქალაქო კლუბების წევრები, ბორჯომის, კასპის, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებიდან. მონაწილეობს ცხრა ეკო-კლუბი, აქედან 5 შეიქმნა  გაეროს განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ოთხი კი გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ასოციაცია  „ათინათთან“  და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ ერთად.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა სპეციალისტების ხელმძღვანელობით ჩაატარეს მცირე კვლევები: წყლის დაბინძურების, ნარჩენების, გადამწვარი ტყის და ბიო მრავალფეროვნების მიმართულებით. საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს ჟიური.

გარდა კვლევებისა კონფერენციის ფარგლებში ტარდება ორი კონკურსი: 1. ჩემი პირადი გამოცდილება, როგორ ვიცავ გარემოს; 2. გარემოს დამცველის ლოგო-ნიშანი. კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები კონფერენციაზე წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.

კონფერენციას დაესწრებიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მცნიერების სამინისტროს, პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის, გაეროს განვითარების პროგრამის და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები. აგრეთვე მოწვეული იქნებიან მოსწავლეები ეკო კლუბებიდან, რომლებიც წყალშემკრები აუზების მართვის პროგრამის (INRMW-Georgia Programme) ფარგლებში ფუნქციონირებს. 

კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეებს ექნებათ საშუალება გაცნობის მიზნით ესტუმრონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისს საქართველოში და გარემოს დაცვის სამინისტროს.

ბანერები