ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ანტონიუ კარლუშ ჟობიმის დაბადების დღე

ღონისძიებები

25 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი აღნიშნავს დიდი ბრაზილიელი კომპოზიტორის, მომღერლისა და პიანისტის, ანტონიუ კარლუშ ჟობიმის დაბადების დღეს.
 
ღონისძიებას კონცერტი-პრეზენტაციის ფორმა აქვს. მასში ილიაუნის ჯაზის მიმართულების სტუდენტები გააცნობენ მაყურებელს ჟობიმის ბიოგრაფიის საინტერესო ფაქტებს და აჩვენებენ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ვიდეო და ფოტო მასალას. ყველაფერი ეს სტუდენტების მიერ შესრულებული ჟობიმის სიმღერებით გაზავდება. კონცერტში ასევე მონაწილეობენ ილიაუნის სტუდენტებისა და ლექტორებისგან შემდგარი ინსტრუმენტული ჯაზ-სექსტეტი, და ილიაუნის ვოკალური ჯაზ-კვარტეტი; მონაწილეთა შორის არიან ჩვენი უნივერსიტეტის ჯაზის მიმართულების კურსების თავისუფალი მსმენელები ი.ჯავახიშვილის სახელობის, თეატრალური და ტექნიკური უნივერსიტეტებიდან.

კონცერტი-პრეზენტაცია ჩატარდება წიგნის მაღაზია "ლიგამუსში", 15.00-ზე. დასწრება თავისუფალია.

ბანერები