ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ანტიკორუფციული კვირეული 2012

ღონისძიებები

ხუთშაბათს, 13 დეკემბერს, 15:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ყველა დაინტერესებულ სტუდენტს იწვევს შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის 32, 101-ე აუდიტორია). შეხვედრას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება და ისაუბრებს Jobs.Ge-ს დამფუძნებელი და დირექტორი ლექსო ხუბულავა.

ღონისძიებაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" სტუდენტებს გააცნობს საქართველოში კორუფციის კუთხით მისი საქმიანობის ძირითად მიგნებებს და წარუდგენს თავის ახალ სტუდენტურ პროექტს, რომელში ჩართვაც ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია.

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 10-დან 14 დეკემბრის ჩათვლით აწყობს ანტიკორუფციულ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება პრეზენტაციები და განხილვები ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ანგარიშვალდებულება და კორუფციის აღმოფხვრა ყველა დონეზე.

კვირეულის სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://transparency.ge/anti-corruption-week-2012.

ბანერები