ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ანტი-სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი“ – შეხვედრა სტუდენტებთან

ღონისძიებები

11 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ანტი-სტიგმა კამპანიის „დაინახე ყველაფერი“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დახმარებით გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან.

კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებებისა და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებთან დისკუსიის გენერირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მიმართ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისა და სტიგმის შესახებ. შეხვედრას დაესწრებიან UNICEF-ის წარმომადგენები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც ისაუბრებენ კამპანიისა და საზოგადოებაში არსებული სტიგმის შესახებ.

შეხვედრაზე მოსულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეუერთდნენ ანტი-სტიგმა კამპანიას. მათ საჩუქრად გადაეცემათ კამპანიის ბრენდირებული სამაჯურები წარწერით „მე ვარ ანტი-სტიგმა კამპანიის წევრი“. ასევე ბრენდირებული მეხსიერების ბარათები და სხვ.
კამპანია „დაინახე ყველაფერი“ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით.


დრო: 11 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები