ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ანიტა რაჭველიშვილის მასტერკლასი ილიაუნიში

ღონისძიებები

26 დეკემბერს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრის ფოიეში  ჩატარდება ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის, მასტერკლასი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა შემსრულებლები:

  • გაგა გულიაშვილი (ილიაუნის სტუდენტი); 
  • ნინო ჯაჭვაძე (სოპრანო);
  • ირინა შერაზადიშვილი (სოპრანო);
  • ნუცა ზაქაიძე (მეცო-სოპრანო).

საქართველოს პრეზიდენტისა და პაატა ბურჭულაძის პრემიების მფლობელი, ანიტა რაჭველიშვილი, დღეს მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე მღერის, რომელთა შორისაა: მილანის ლა-სკალა, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერა, ბერლინის დოიჩე ოპერა, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ნიდერლანდების კონცერტგებოუ, სიეტლის,  სან-ფრანცისკოს, მიჩიგანის საოპეროთეატრები, კანადის საოპერო თეატრი და ა.შ. მის რეპერტუარში მრავალი წამყვანი როლია: ბიზეს კარმენი, ვერდის ამნერისი, სენ-სანსის დალილა, მასნეს დულსინეა, რიმსკი-კორსაკოვისლიუბაშა და სხვ.

დრო: 26 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები