ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ანიმაციური ფილმის „ქალგმირები“ ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

12 აპრილს, 19:00 საათზე, ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში ანიმაციური ფილმის „ქალგმირები (3 ამბავი)“ ჩვენებას და დისკუსიას გამართავს.

ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

მომხსენებლები:
ეკა წერეთელი – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) აღმასრულებელი დირექტორი

ნინო ხარჩილავა – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) სათემო განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი

მოდერატორი
მარიამ ლელაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

„ქალგმირები (3 ამბავი)“ XVIII საუკუნის ქართლში მცხოვრები სამი უჩვეულო სიმამაცის მქონე ქალის – თამარ ვაშლოვნელის, თინა წავკისელისა და ანა ბაჯის – ანიმაციურ ფილმად გაცოცხლებული ისტორიაა.


დრო: 12 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

 

 

 

ბანერები