ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ანეტე ლორის რომანის „ფრენისგან სუნთქვაშეკრული“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია

ღონისძიებები

23 აპრილს, 18:30 საათზე, ილიაუნის S-507 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი უმასპინძლებს შვეიცარიელ მწერალს, ანეტე ლორის. გაიმართება ა. ლორის რომანის „ფრენისგან სუნთქვაშეკრული“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია (მთარგმნელი: მ. გალდავაძე).

ანეტე ლორი ორი რომანის, რამდენიმე რადიოპიესისა და მოთხრობის ავტორია. დაჯილდოებულია არაერთი ლიტერატურული პრემიითა და სტიპენდიით.
რომანში „ფრენისგან სუნთქვაშეკრული“ აღწერილია 18 წლის შვეიცარიელი გოგონას ისტორია, რომელმაც უარი თქვა უზრუნველ ცხოვრებაზე და მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად ამერიკაში ძიძად მუშაობა გადაწყვიტა. ანეტე ლორი, რომელიც თავადაც მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ძალიან საინტერესოდ და დამაჯერებლად მოგვითხრობს რომანის მთავარი გმირის განცდებსა და პრობლემებზე.

წიგნის თარგმანი 2019 წელს გამოსცა გამომცემლობა „პალიტრა L-მა“.
ღონისძიება იმართება შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, რომელიც სტუმრებს შვეიცარიული ღვინითა და ფურშეტით უმასპინძლებს.

სამუშაო ენები: გერმანული, ქართული

დრო: 23 აპრილი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის S-507 დარბაზო (გ. წერეთლის ქ. N3, მე-5 სართული)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები