ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ანა სიჭინავას საჯარო ლექცია: პიროვნული განვითარების როლი კარიერის შექმნაში

ღონისძიებები

20 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, ანა სიჭინავა, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „პიროვნული განვითარების როლი კარიერის შექმნაში“.

საჯარო ლექციის თემატიკა

  • რა არის კარიერა?
  • რა არის პიროვნული განვითარება?
  • რა როლს თამაშობს პიროვნული განვითარება კარიერის შექმნაში?
  • როგორ შევუწყოთ ხელი ჩვენს პიროვნულ განვითარებას?
  • როგორ გავხდეთ ძვირადღირებული კადრი შრომის ბაზარზე?

მომხსენებლის შესახებ

ანა სიჭინავა დაიბადა 1986 წლის 29 ივნისს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში. ამჟამად ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორობის კანდიდატია. 2007-2008 წლებში სს „ელიტ-ელექტრონიქსში“, 2009 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა ტრენინგებისა და განვითარების სპეციალისტად. 2008-2013 წლებში მუშაობდა არასამთავრობო სექტორში და ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ტიპის პროექტებს საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე. 2010 წლიდან მიწვეული ლექტორის რანგში თანამშრომლობს რამდენიმე სასწავლო დაწესებულებასთან. 2010 წლის ოქტომბრიდან იყო სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ტრენინგებისა და პერსონალის განვითარების სპეციალისტი, 2014 წლის აგვისტოდან კი „ალდაგის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსია.

დრო: 20 აპრილი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. #/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები