ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ანა კორძაია-სამადაშვილის შეხვედრა აბიტურიენტებთან - ჩხოროწყუ, 15 აპრილი

ღონისძიებები

15 აპრილს, 12:00 საათზე, ჩხოროწყუს კულტურის სახლში (დავით აღმაშენებლის N6) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი აბიტურიენტებთან გამართავს შეხვედრას, გაესაუბრება პროფესიის არჩევაზე და საჯარო ლექციას წაუკითხავს თემაზე: „ვიკითხოთ და ვწეროთ წიგნები“.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ.

შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

ანა კორძაია-სამადაშვილის შესახებ

ანა კორძაია-სამადაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, მწერალი, ჟურნალისტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობებში: „ბბტ“ (შვედეთსა და ლიტვაში) და „სომა პრესი“. იყო ბერლინის საერთაშორისო წიგნის სააგენტოს („შმიტ-ბრაული და პარტნიორები“) თანამშრომელი (ფრანკფურტი, ბერლინი), გაზეთ „24 საათისა“ და ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“, ასევე რადიო „მწვანე ტალღის“ ჟურნალისტი. დღეს თავისუფალი ჟურნალისტის და მთარგმნელის სტატუსით თანამშრომლობს „ლიტერატურულ გაზეთთან“, ლიტერატურულ ჟურნალებთან – „არილი“ და „ახალი საუნჯე“. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებული მისი ტექსტები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ და შვედურ ენებზე; 2002 წელს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო დებიუტისთვის, 2014 წელს კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია წლის საუკეთესო რომანისთვის „ვინ მოკლა ჩაიკა?“

ანა კორძაია-სამადაშვილის ვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://faculty.iliauni.edu.ge/arts/ana-kordzaia-samadashvili/

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/tjp2jh 

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ! 
#მევირჩევილიაუნის

საკონტაქტო ინფორმაცია

✉ ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge
✉ pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352) / 577 53 02 20 

 

ბანერები