ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექცია „მაქს ფრიში: გამოგონილი ამბავი, რომელიც საკუთარი ცხოვრება გვგონია“

ღონისძიებები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სტუდენტურ პროექტ „ლიტოდისეის“ ფარგლებში საქართველოს რეგიონებში საჯარო ლექციების ციკლს იწყებს.

გერმანელი ავტორებისა და გერმანულენოვანი ლიტერატურის შესახებ ისაუბრებს ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მწერალი, მთარგმნელ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ანა კორძაია-სამადაშვილი.

ლექციები საქართველოს 7 ქალაქში ჩატარდება, რომელთაგან ერთ-ერთი თბილისია.

პროექტის მხარდამჭერია გოეთეს ინსტიტუტი.

20 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ანა კორძაია-სამადაშვილი ისაუბრებს თემაზე: „მაქს ფრიში: გამოგონილი ამბავი, რომელიც საკუთარი ცხოვრება გვგონია“ 

დრო: 20 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

ბანერები