ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ამერიკის საკონსულოს ახალი სავიზო პროცედურის პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

 

ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღება გამარტივდა. 1 მაისიდან აშშ-ს საკონსულოში სავიზო აპლიკაციის ფორმა იცვლება. დღეისათვის არსებულ სამ ანკეტას მხოლოდ ერთი (DS160) ჩაანაცვლებს.
სამშაბათს, 13 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ამერიკის საკონსულოს ახალი სავიზო პროცედურის პრეზენტაცია, რომლის მიზანი იყო ახალი ონლაინ სისტემის გაცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურებისა და სტუდენტებისთვის. ამიერიდან მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ელექტრონულად შეავსონ სავიზო განაცხადი.
პრეზენტაცია წარმოადგინეს ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოს წარმომადგენლებმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - ნოდარ სურგულაძემ. ამასთანავე, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცეს დაინტერესებულ სტუდენტებს.

 

 

 

ბანერები