ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ამერიკელი პროფესორის, ქრისტოფერ ჰაასის, ლექცია - „შუქურის ანარეკლი: ანტიკური ალექსანდრიის ისტორიული სურათი“

ღონისძიებები

8 ივნისს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 303 ოთახში ვილანოვას უნივერსიტეტის (პენსილვანია, აშშ) ისტორიისა და კლასიკური კვლევების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქრისტოფერ ჰაასი, წაიკითხავს ლექციას თემაზე: „შუქურის ანარეკლი: ანტიკური ალექსანდრიის ისტორიული სურათი“.

ლექცია ჩატარდება შუა საუკუნეების კვლევების პროგრამის ფარგლებში.

დრო: 8 ივნისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 303 ოთახი (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები