ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ამერიკელი მკვლევრის, ბრიგიტა სებალდის, საჯარო ლექცია: მუსიკალური მობილობა პოსტსაბჭოთა სამყაროში

ღონისძიებები

27 მაისს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში, ილიაუნის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის წევრის, ქეთი გურჩიანის, ანთროპოლოგიური შეხვედრების ფარგლებში, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი ბრიგიტა სებალდი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მუსიკალური მობილობა პოსტსაბჭოთა სამყაროში“.

მსოფლიოს მრავალ ნაწილში, ევროპული ხელოვნების მუსიკაში გემოვნება, დიდი ხანია, მაღალი სოციალური სტატუსის ან მისი მიღწევის საზომია. პოსტსაბჭოთა საქართველო გვთავაზობს ამ პატერნის ორ შესანიშნავ ალტერნატივას. პირველია ანგლო-ამერიკული პოპულარული მუსიკის კონკრეტული ჟანრები, მათ შორის, გრანჟსა და კლასიკურ როკს, კლასიკური მუსიკის მსგავსად, აქვთ ერთი ტიპის სიმბოლური სტატუსი და გავლენა სტატუსის მობილურობაზე; ხოლო მეორეა გარემო, სადაც დოვლათის დაგროვება მიუწვდომელია ადამიანთა უმეტესობისთვის.
შეიძლება იყო „კაი ტიპი“, თუ ცხოვრობ კარგ სამეზობლოში, ატარებ მოდურ ტანისამოსს, ისვენებ დასავლეთ ევროპის ძვირადღირებულ სასტუმროებში და ამ ყველაფერს აქვეყნებ, სოცილური მედიის მეშვეობით აცნობ ხალხს. ხოლო მათ, რომელთაც არა აქვთ ამისთვის საჭირო ფულადი სახსრები, შეუძლიათ მაღალი ეკონომიკური სტატუსი ერთგვარად „შექმნან“ თავიანთი აღმატებული მუსიკალური გემოვნების ჩვენებით.
აღნიშნული კვლევა გვიჩვენებს, რომ ამჟამად შეჯიბრშია განსხვავებულ ღირებულებათა ორი სისტემა, სოციალიზმიდან კაპიტალიზმამდე ხანგრძლივ ტრანზიციულ პერიოდში: ერთი მხრივ, საბჭოთა პერიოდის კლასობრივი სისტემა, რომელიც პრივილეგებულ მდგომარეობაში აყენებდა ყველაზე უკეთ განათლებულებს; და, მეორე მხრივ, შედარებით ახალი იდეა, რომელიც მატერიალურ უპირატესობაზეა დაფუძნებული. ამ „უმაღლესად“ დაფასებულ (მაღალ წარმოდგენათა) გარემოში ახალი სისტემით სოციალურად დაჩაგრულებს შეუძლიათ მათ სასარგებლოდ ძველი ესთეტიკური სისტემით მანიპულირება. საქართველოს მაგალითზე, ეს კონკრეტული შემთხვევა ასახავს, თუ როგორ შეუძლია მუსიკალურ ესთეტიკას სოციალურ სისტემაში არსებული ბზარების ექსპლუატაციით გასცდეს იდეალიზმში თავის ფესვებს და ჰქონდეს მატერიალური ეკონომიკური და სოციალური სარგებელი.

დრო: 27 მაისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: A103 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები