ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ამერიკა“ – ფრანც კაფკას რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

12 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ფრანც კაფკას რომანის – „ამერიკა“ – პრეზენტაციაზე.

XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერლის დაუმთავრებელ რომანში „ამერიკა“, აღწერილია 16 წლის ემიგრანტის, კარლ როსმანის მოგზაურობა და ცხოვრება მრავალთა საოცნებო ქვეყანაში. მშრალი, თითქოსდა დოკუმენტური თხრობის მიუხედავად, ნაწარმოებში გენიალურადაა გადმოცემული პერსონაჟის ცნობიერების სიღრმეები. თავად მწერალი არსად ჩანს, კომენტარებისგან თავს იკავებს, უბრალოდ, დაწვრილებით აღწერს სიტუაციას და დასკვნების გამოტანას მკითხველს მიანდობს. სწორედ ეს, კაფკასთვის დამახასიათებელი მშრალი და, ამავე დროს, დაძაბული თხრობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. აღსანიშნავია, რომ მწერალი ამერიკულ შთაბეჭდილებებს ისე აღწერს, რომ მას ამ ქვეყნის მიწაზე ფეხიც არ დაუდგამს.

წიგნს მთარგმნელი რუსუდან ღვინეფაძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი წარადგნენ.

დრო: 12 ივლისი,19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები