ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ALUMNI TALKS: შეხვედრა ნინო მახაშვილთან

ღონისძიებები

საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით გრძელდება შეხვედრათა სერია „Alumni Talks”

6 თებერვალს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“  ალუმნი საუბრების ფარგლებში სტუმარი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო მახაშვილი.

მომხსენებელი გაგვიზიარებს დოქტორანტურაში სწავლის გამოცდილებას, ისაუბრებს   კვლევაზე მრავალწლიანი მუშაობისას დოქტორანტთა წარმატების გზებისა თუ გამოწვევების შესახებ.

შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართება და მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, პასუხები მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

პროფესორი ნინო მახაშვილი ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურცენტრს. იგი ამავე უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლექტორია; 2017 წელს შეუერთდა ბიზნესის სკოლის სადოქტორო პროგრამას კურსით „თემზე დაფუძნებული მონაწილეობითი კვლევა“ (community-based participatory research).

დეტალური ინფორმაცია ნინო მახაშვილის შესახებ იხილეთ: https://faculty.iliauni.edu.ge/business/nino-makhashvili/

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://bit.ly/3wFleJt 

დრო: 6 თებერვალი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ლიგამუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

2023 წელი

ბანერები