ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ალდაგის“ წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

ღონისძიებები

9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ გამართავს დასაქმებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრას.

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენლები და გაყიდვების მიმართულების სპეციალისტები სტუდენტებს გააცნობენ დეტალურ ინფორმაციას სააგეტო ქსელში, სადაზღვევო აგენტის/პრომო აგენტის პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობის შესახებ: ფუნქცია-მოვალეობებზე, დაწინაურებისა და წინსვლის პერსპექტივაზე, ასევე სამუშაო საათებზე, რომელიც მთლიანად მორგებულია სტუდენტებზე.

დრო: 9 ოქტომბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები