ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

”ალდაგის” გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის, საჯარო ლექცია - "პირველობა ბაზარზე: ლიდერი კომპანიის პასუხისმგებლობა და გამოწვევები"

ღონისძიებები

11 ივნისს 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, სადაზღვევო კომპანია ”ალდაგის” გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "პირველობა ბაზარზე: ლიდერი კომპანიის პასუხისმგებლობა და გამოწვევები". ლექციის ფარგლებში განხილული იქნება სადაზღვევო ბაზრის განვითარება, მისი პერსპექტივები, ლიდერი კომპანიის მოქნილობის, ბაზრის ცვლილებებსა და ბიზნესის გამოწვევებზე დროული რეაქციისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობა ბაზრის განვითარებისთვის.

დრო: 11 ივნისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები