ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ალდაგის“ დასაქმების ფორუმი ილიაუნის ბიზნესის სკოლაში

ღონისძიებები

18 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ გამართავს დასაქმებასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ „ალდაგის“ სააგენტო ქსელის მუშაობის პრინციპს, გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და შესთავაზებენ სტუდენტურ ვაკანსიებს. „ალდაგი“ პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში და გამოირჩევა სტუდენტების დასაქმების მრავალწლიანი გამოცდილებით. კომპანიის წარმომადგენლები წარმოადგენენ ინოვაციურ პლატფორმას - საიტს, რომელიც ქმნის დისტანციურად დასაქმების შესაძლებლობას, მოქნილ სამუშაო გრაფიკს და გარემოს კარიერული განვითარებისთვის.

დრო: 18 ოქტომბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები