ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრის ტრენინგები

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ 5 სახის ტრენინგკურსს, რომლებიც ჩატარდება ეტაპობრივად შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

  • შერეული სწავლება და სწავლა სტუდენტების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად (ტრენერები: არჩილ აბაშიძე – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; ელენე ჟურავლიოვა – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; გიგა ხოსიტაშვილი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი)

ჩატარების დრო:
ა) 25-26-27 თებერვალი - 15:00-18:00, 15:00- 19:00 და 15:00-18:00 საათი
ბ) 4-5-6 მარტი - 15:00-18:00, 15:00-19:00 და 15:00-18:00 საათი

  • აქტიური სწავლება შებრუნებული სწავლების პრინციპით (ტრენერები: ლევან ცაგარელი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი; თამარ გურჩიანი – სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; დავით მაისურაძე – სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი)

ჩატარების დრო:
ა) 11 -დან 15 თებერვლის ჩათვლით, ასევე – 18-დან 22 თებერვლის ჩათვლით – 19:30-21:30 საათი (ტრენერები – თამარ გურჩიანი, დავით მაისურაძე)
ბ) 18-დან 22 თებერვლის ჩათვლით – 12:00-14:00 საათი (ტრენერი ლევან ცაგარელი)

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

  • აქტიური სწავლება საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით (ტრენერები: თინათინ ჭინჭარაული – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი; ნატა მეფარიშვილი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; მარიამ დალაქიშვილი – ბიზნესის სკოლის ასისტენტ-პროფესორი)

რეგისტრაცია გამოცხადდება მოგვიანებით.

  • შებრუნებული საკლასო ოთახი - სწავლების ეფექტიანობის ზრდა ვიდეოებისა და სხვა პროგრამების გამოყენებით (ტრენერები: რესან ქიქავა – ბიზნესის სკოლის ასისტენტ-პროფესორი; ალექსანდრე ერგეშიძე – ბიზნესის სკოლის ასისტენტ-პროფესორი; ნამი სურგულაძე – ბიზნესის სკოლის მოწვეული მასწავლებელი)

ჩატარების დრო:
ა) 25 და 27 თებერვალი, 1 მარტი – 18:30-22:00 საათი
ბ) 26 და 28 თებერვალი, 4 მარტი – 18:30-22:00 საათი
გ) 28 თებერვალი, 5 და 7 მარტი – 18:30-22:00 საათი

  • აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: სწავლა მობილურით და თამაშით (ტრენერები: ნანა დიხამინჯია – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი; თამარ მაღალაშვილი – ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი; დიანა ხიდეშელი – ბიზნესის სკოლის მოწვეული მასწავლებელი)

ჩატარების დრო:
ა) 26 თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით, 15:00- 17:30 საათი (ტრენერი თამარ მაღალაშვილი)
ბ) 25 თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით – 17:00-19:00 საათი (ტრენერი დიანა ხიდეშელი)
გ) 11-დან 15 მარტის ჩათვლით, (ტრენერი ნანა დიხამინჯია)

ტრენინგებზე დარეგისტრირების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

გისურვებთ წარმატებას.

ბანერები