ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

AI: შესაძლებლობები და გამოწვევები

ღონისძიებები

18 მარტს 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბში გაიმართება პანელური დისკუსია რევოლუციური ტექნოლოგიის, ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელსაც წარმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • სანდრო ასათიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, უნილაბის დირექტორი
  • აკაკი რაზმაძე - შრიფტის დიზაინერი
  • ბაჩო ბარნაბიშვილი - UI/UX Team lead TNET-ში
  • გიგა ხუნდაძე - Front End დეველოპერი
  • ლია მოშიაშვილი - მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტი

დისკუსიის თემები:

  • AI-ს გავლენა განათლებასა და სასწავლო პროცესებზე
  • როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ბაზარს და რა უნარები იქნება საჭირო მომავლისთვის?
  • რა ეთიკური მოსაზრებები უნდა იყოს გათვალისწინებული ხელოვნური ინტელექტის შემუშავებისა და გამოყენებისას?

პანელურ დისკუსიასთან ერთად მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა AI ისნტრუმენტს და ნახონ, როგორ შეიძლება მათი გამოყენება.

ღონისძიებაზე დასასწრებად, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3FwE3mL

ღონისძიების ხანგრძლივობა: 2 საათი

სამუშაო ენა: ქართული

ადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი ⅗ , T კორპუსი, აუდიტორია T406

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.

2023 წელი

 

 

 

 

ბანერები