ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

,,აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ სტაჟირების პროგრამა – მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

14 ივნისს, 16:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმის ფარგლებში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავს სავაჭრო ცენტრების „სითი მოლისა“ და „სითი თაუერის“ მმართველი კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ლანა ონიანი.

მომხსენებელი ისაუბრებს სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე. პროგრამა გულისხმობს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების კონკურსის გზით სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით შემდეგ პოზიციებზე:

  • მარკეტინგის მენეჯერი;
  • სოც.მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი;
  • გაყიდვების მენეჯერი;
  • იურისტი.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ით და მასზე დასწრების შესაძლებლობა გექნებათ წინასწარი რეგისტრაციით: https://bit.ly/3irsAdw

მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერები არიან HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub და სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge.

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ დროდადრო განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

2021 წელი

 

ბანერები