ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„აღმოსავლეთით“ - თამთა მელაშვილის რომანის პრეზენტაცია

ღონისძიებები

11 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გიწვევთ თამთა მელაშვილის ახალი რომანის პრეზენტაციაზე. რომანს - სახელწოდებით, „აღმოსავლეთით“ - ავტორი, თამთა მელაშვილი და დრამატურგი, მთარგმნელი დავით გაბუნია წარადგენენ.

„იქ, სადაც სდუმან პირამიდები, მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე" - ვინ არის ამ სტრიქონების ავტორი? ვინ დაწერა 14 ლექსი, რომელსაც „ელენე დარიანის დღიურების" სახელით ვიცნობთ - ცნობილმა პოეტმაპაოლო იაშვილმა თუ უცნობმა ქალმა ელენე ბაქრაძემ? ირინა, თამთა მელაშვილის ახალი რომანის გმირი, ელენე დარიანის საუკუნოვანი საიდუმლოს გახსნას ცდილობს, თუმცა ეს მცდელობა მისივე პირადი ცხოვრებით განპირობებული ინტერპრეტაციაა, ხოლო ალტერნატიული მითი დარიანის შესახებ ჩვენ თვალწინ იბადება.

დრო: 11 თებერვალ, 19:00 საათ

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები