ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აღმოსავლეთ ევროპის ნიდერლანდისტების გაერთიანების კოლოკვიუმი „კულტურული იდენტობა და ენა“

ღონისძიებები

18-20 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება აღმოსავლეთ ევროპის ნიდერლანდისტების გაერთიანების კოლოკვიუმი „კულტურული იდენტობა და ენა“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, ბელარუსისა და რუსეთის უნივერსიტეტების ნიდერლანდური ენის მასწავლებლები.

19 ოქტომბერს კოლოკვიუმს გახსნიან ნიდერლანდური ენის კავშირის მრჩეველი ინგრიდ დეხრავე და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი გიორგი გვალია, დაესწრება ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში იოს დაუმა.

კოლოკვიუმს სრულად აფინანსებს ბელგიურ-ნიდერლანდური ორგანიზაცია ნიდერლანდური ენის კავშირი.

სამუშაო ენა:
ნიდერლანდური

დრო და ადგილმდებარეობა:

18 ოქტომბერი, 10.00-14.00 საათი, S 507 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

19 ოქტომბერი, 10.00-18.00 საათი, S 507 აუდიტორია

20 ოქტომბერი, 10.00-13.00 საათი, S 503-507 აუდიტორიები (გიორგი წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები