ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ADS Georgia - შეხვედრა კრეატიულ სააგენტო "Marmelads"-თან

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მაის-ივნისში განახორციელებს პროექტ “ADS Georgia”-ს მეორე ეტაპს, რომელშიც 6 სააგენტო მიიღებს მონაწილეობას.

ADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს.

7 მაისს  გაიმართება პროექტის მეორე ნაწილის პირველი შეხვედრა კრეატიულ სააგენტო Marmelads-თან. სააგენტოს დამფუძნებელი და CEO, გივი მუჯირი და სოციალური მედიის სტრატეგისტი და ჟურნალისტი ნასტასია არაბული:

  • მიმოიხილავენ ემოციურ მარკეტინგს და შეადარებენ ტრადიციულ მარკეტინგს;
  • ისაუბრებენ ციფრული სამყაროს სიმარტივესა და მრავალფეროვნებაზე;
  • განიხილავენ ორმხრივ კომუნიკაციას (მონოლოგი vs დიალოგი);
  • განიხილავენ “Storytelling”-ს ციფრულ სამყაროში.

დრო: 7 მაისი,16:30-19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია

პროექტის შესახებ სისტემატურად  რომ მიიღოთ ინფორმაცია და ისარგებლოთ სხვადასხვა თანმდევი ბენეფიტით, დარეგისტრირდით ლინკზე.

მონაწილე სტუდენტები, რომლებიც დაესწრებიან შეხვედრების 70%-ზე მეტს, მიიღებენ სერტიფიკატს, სიმბოლურ საჩუქრებს და უპირატესობა მიენიჭებათ “ADS Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო პროექტებში.

მეტი ინფორმაციისთვის:

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (270), 592077727

ბანერები