ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ADS Georgia – შეხვედრა გიორგი პოპიაშვილთან

ღონისძიებები

1-ლ თებერვალს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ADS Georgia-ს ფარგლებში გაიმართება შეხვედრა გიორგი პოპიაშვილთან.

გიორგი კანის რეკლამის ფესტივალის ორი ვერცხლის ლომის, Epica-ს, SPOTLIGHT 2013-ის საუკეთესო სპიკერი და რამდენიმე სხვა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

იგი მუშაობდა BBDO-ს მოსკოვის ოფისის არტდირექტორად. 2007 წელს დააარსა სააგენტო „საქიდეამშენი“, რომლის კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე 2012 წლამდე ბევრი წარმატებული პროექტი შექმნა.
შემდეგ გიორგი პოპიაშვილმა სწავლა განაგრძო Miami Ad School-ში, სადაც სტაჟირება გაიარა ისეთ წარმატებულ კომპანიებში, როგორებიცაა: Saatchi&Saatchi, BBDO Proximity და Jung von Matt-ი.
2013-2015 წლებში გიორგი პოპიაშვილი იყო JWT METRO-ს კრეატიული დირექტორი .

დრო: 1-ლი თებერვალი, 16:30 საათი
ადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

#adsgeorgia #windfors

 

ბანერები