ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ADS Georgia - Saatchi & Saatchi-ის კვირეული - პირველი შეხვედრა

ღონისძიებები

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მაისი-ივნისში განახორციელებს პროექტ ''ADS Georgia''-ს მეორე ეტაპს, რომელშიც 6 სააგენტო მიიღებს მონაწილეობას.

ADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს.

14 და 17 მაისს Saatchi & Saatchi-ის კვირეულის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები სააგენტოს წარმომადგენლებთან.

Saatchi & Saatchi გლობალური კრეატიული სააგენტოა, რომლის ისტორიაც ლონდონში 1970 წელს პატარა სტარტაპით დაიწყო. მას ახალგაზრდა, ამბიციური და ექსცენტრიული ძმები სააჩები მართავდნენ. დღეს Saatchi & Saatchi მსოფლიოს 70 ქვეყანაში 114 ოფისითაა წარმოდგენილი და რიგით მესამე, ყველაზე მსხვილი, სარეკლამო ქსელის, Publicis Groupe-ის წევრია.

Saatchi & Saatchi სრული ციკლის ინტეგრირებულ საკომუნიკაციო სააგენტოთა ქსელია. დაარსების პირველივე დღიდან მათი კრეატიული ფილოსოფია თამამ და პროვოკაციულ გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული; სააგენტოს მიზანია, იპოვონ მომხმარებლის ემოციური ტრიგერები, მათზე ზემოქმედება მოახდინონ და შთაბეჭდილება დატოვონ.

Saatchi & Saatchi ცნობილი გახდა თავისი დაბალბიუჯეტიანი სოციალური კამპანიებით. ამ ტრადიციას ქართული ოფისიც აგრძელებს.

საქართველოში Saatchi & Saatchi 2011 წელს გაიხსნა და დღეს გუნდი 50-მდე ადამიანისგან შედგება.

14 მაისს სტუდენტებს შეხვდებიან ეკატერინე ებანოიძე და ზიზი ნასრიშვილი, რომლებიც ისაუბრებენ თემებზე:

  • არაჩვეულებრივი გამოფენა, ანუ ორიოდ სიტყვით Saatchi & Saatchi-ს შესახებ
  • სოციალური ქეისები – ჩვენი გამოშვება
  • ბრენდ ლონჩის 50 ელფერი

დრო:14 მაისი, 16:30-19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია

პროექტის შესახებ სისტემატურად რომ მიიღოთ ინფორმაცია და ისარგებლოთ სხვადასხვა თანმდევი ბენეფიტით, დარეგისტრირდით ლინკზე.

მონაწილე სტუდენტები, რომლებიც დაესწრებიან შეხვედრების 70%-ზე მეტს, მიიღებენ სერტიფიკატს, სიმბოლურ საჩუქრებს და უპირატესობა მიენიჭებათ ''ADS Georgia''-ს ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო პროექტებში.

მეტი ინფორმაციისთვის:

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (270), 592077727

ბანერები