ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ADS Georgia - Saatchi & Saatchi-ის კვირეული - მეორე შეხვედრა

ღონისძიებები

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მაისი-ივნისში განახორციელებს პროექტ ''ADS Georgia''-ს მეორე ეტაპს, რომელშიც 6 სააგენტო მიიღებს მონაწილეობას.

ADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს.

Saatchi & Saatchi-ის კვირეულის ფარგლებშI მეორე შეხვედრა გაიმართება 17 მაისს. სტუდენტებს შეხვდებიან სააგენტოს მმართველი დირექტორი რუსო გიგინეიშვილი და კრეატიული დირექტორი გვანცა დათუაშვილი. მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:

  • პოზიციონირება
  • ბრენდების ომი  
  • Hijacking Campaigns
  • რას უნდა ველოდოთ რეკლამისგან მომავალში

დრო: 17 მაისი, 16:30-19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია

პროექტის შესახებ სისტემატურად რომ მიიღოთ ინფორმაცია და ისარგებლოთ სხვადასხვა თანმდევი ბენეფიტით, დარეგისტრირდით ლინკზე.

მონაწილე სტუდენტები, რომლებიც დაესწრებიან შეხვედრების 70%-ზე მეტს, მიიღებენ სერტიფიკატს, სიმბოლურ საჩუქრებს და უპირატესობა მიენიჭებათ ''ADS Georgia''-ს ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო პროექტებში.

მეტი ინფორმაციისთვის:

საკონტაქტო ინფორმაცია:
student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (270), 592077727

ბანერები