ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ADS Georgia – Leavingstone-ის კვირეული

27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი "ADS GEORGIA".

პროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან.

11-17 დეკემბერს გაიმართება სააგენტო Leavingstone-ის კვირეული. კომპანია ბაზარზე გამოვიდა 2010 წლიდან. ამ მოკლე ხანში მან მოახერხა 100-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მოპოვება, მათ შორისაა: Cannes Lions, Eurobest, London international awards... ლივინგსტონის ძირითადი მიმართულებებია: დიზაინი, ვებმობაილ დეველოპმენტი, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული მედია.

კვირეულის ფარგლებში პირველი შეხვედრა ჩატარდება 12 დეკემბერს, სამშაბათს; ლივინგსტონის თანადამფუძნებელი და კრეატიული მიმართულების ხელმძღვანელი ლევან ლეფსვერიძე ისაუბრებს „ლივინგსტონის ფილოსოფიაზე“, მიღწევებსა და განხორციელებულ კამპანიებზე;

დრო: 12 დეკემბერი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Leavingston-ის განხორციელებული პროექტები:

მეტი ინფორმაციის მისაღებად გაწევრიანდით ჯგუფში: https://goo.gl/9eqECD

პროექტის პარტნიორია Hegemon

 

ბანერები