ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ADS Georgia - <Elliot_Webber>-ის კვირეული – პირველი შეხვედრა

ღონისძიებები

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მაისი-ივნისში განახორციელებს პროექტ ''ADS Georgia''-ს მეორე ეტაპს, რომელშიც 6 სააგენტო მიიღებს მონაწილეობას.

ADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს.

21 და 24 მაისს-ის კვირეულის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები სააგენტოს წარმომადგენლებთან.

2014 წელს დაარსდა ციფრული მარკეტინგული სარეკლამო სააგენტო სახელით „360 გრადუსი“. კომპანიამ 2016 წელს გაიარა რებრენდინგი და დაერქვა. კომპანია წარმოადგენს Google-ის პარტნიორს ყველა სერტიფიცირებად სერვისებში. კომპანიის ძირითადი მომსახურებებია: ციფრული მარკეტინგი და კრეატიული კამპანიების სრული ციკლის დაგეგმარება და შესრულება.-ის გუნდი 25 ადამიანისგან შედგება.

სააგენტოს განხორციელებული კამპანიები:

21 მაისს სტუდენტებს შეხვდება გიორგი ბერეჩიკიძე, რომელიც ისაუბრებს თემაზე:

ციფრული მარკეტინგული კამპანიების სტრატეგია, დაგეგმვა და ანალიზი:

  • სიტუაციის (ბაზრის, კონკურენტების, მომხმარებლების) ანალიზი
  • მიზნების ჩამოყალიბება
  • სტრატეგიის ფორმირება
  • კამპანიისთვის გამოყენებული ტაქტიკები – ციფრული მარკეტინგული არხები და პლატფორმები
  • კამპანიის განხორციელება
  • კონტროლი – კამპანიის მონიტორინგი, გაზომვა და ცვლილებები და განახლებები.

დრო: 21 მაისი, 16:30-19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია

პროექტის შესახებ სისტემატურად რომ მიიღოთ ინფორმაცია და ისარგებლოთ სხვადასხვა თანმდევი ბენეფიტით, დარეგისტრირდით ლინკზე.

მონაწილე სტუდენტები, რომლებიც დაესწრებიან შეხვედრების 70%-ზე მეტს, მიიღებენ სერტიფიკატს, სიმბოლურ საჩუქრებს და უპირატესობა მიენიჭებათ ''ADS Georgia''-ს ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო პროექტებში.

მეტი ინფორმაციისთვის:

საკონტაქტო ინფორმაცია:
student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (270), 592077727

ბანერები