ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ადრეული ბაზრის ვალიდაცია - როგორ დავრწმუნდეთ, რომ „სწორად ქმნით მას, სანამ შექმნით“ – კარინა სოტნიკის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

1 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაიმართება WorldUpstart-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, კარინა სოტნიკის საჯარო ლექცია: „ადრეული ბაზრის ვალიდაცია-როგორ დავრწმუნდეთ, რომ „სწორად ქმნით მას, სანამ შექმნით“

კარინა სოტნიკის შესახებ

კარინა სოტნიკი არის სერიული ანტრეპრენერი, მენტორი და მრჩეველი, რომელსაც აქვს სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება. მან დააარსა AppItUP Challenge, ციფრული აქსელერატორი ახალი მობილური ტექნოლოგიებისთვის, რის შედეგადაც შეიქმნა 19 ახალი კომპანია. ამ უკანასკნელში იგი ხელმძღვანელობდა Life Science-ის კომერციალიზაციის პროგრამას 22 მონაწილე უნივერსიტეტთან ერთად და შექმნა უახლესი MedTech აქსელერატორი, რომელიც ორიენტირებულია აშშ-ს ბაზარზე შესვლაზე. გასული ათწლეულის განმავლობაში კარინამ ასევე შექმნა და განავითარა WorldUpstart, საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც აქვს 2 მთავარი მისია: ჯანდაცვის გლობალური კომპანიების დახმარება აშშ-ს ბაზარზე შესვლაში და აკადემიური ინსტიტუტების დახმარება აშშ-სა და მის გარშემო. 

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს: დავით ჩეჩელაშვილი, ტექანტერპრენერი, მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები" 2021 წლის სექტემბრიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამას“ (UCBP), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარებას, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტების, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერებას.

სამუშაო ენა: ინგლისური

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 31 ოქტომბერს 23:00 საათამდე.

რეგისტრაციის ბმული: https://bit.ly/3ywDgid

დრო: 1 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G კორპუსის საკონფერენციო დარბაზი, გიორგი წერეთლის ქ. N1

დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები