ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Საჯარო ლექცია „კრიზისული კომუნიკაცია ცვალებად საინფორმაციო გარემოში“

ღონისძიებები

3 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 401 აუდიტორიაში  გაიმართება მეოთხე შეხვედრა ილიაუნის PR Talks-ისა, რომელზეც ცნობილი სპიკერები, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სამთავრობო სტრუქტურების პროფესიონალები ისაუბრებენ კრიზისის დროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სირთულეებსა და კონკრეტულ კამპანიებზე, რომლებიც განახორციელეს 3 მიმართულებით: კრიზისის პრევენცია, კრიზისული კომუნიკაცია და ზიანის შემცირება, იმიჯისა და რეპუტაციის აღდგენა. 

თემა: „კრიზისული კომუნიკაცია ცვალებად საინფორმაციო გარემოში“ 

საინფორმაციო გარემოს კომპლექსურობა კომუნიკაციის მენეჯერებს ყოველდღიურად აგდებს კრიზისულ ვითარებაში. დღეს კრიზისების მართვა საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის ორგანული ნაწილია. ლექციაზე მიმოვიხილავთ კრიზისების კლასიფიცირებისა და მართვის თეორიებს, მაგალითებს ქართული პრაქტიკიდან და ინდივიდუალური გამოცდილებიდან. 

სპიკერის შესახებ: 

დავით ძიძიშვილი მედიის კვლევის დოქტორანტი და საზოგადოებრივი ურთიერთობათა მაგისტრია ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილებით საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების დაგეგმვის სფეროში (საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში). იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ავტორი კურსისა „ჰიბრიდული ომი და პროცესები საინფორმაციო გარემოში“. დავით ძიძიშვილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების განყოფილების უფროსი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ინსტიტუციური განვითარების სამმართველოს უფროსი. „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელია. 

დრო: 3 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: T 401 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები