ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„Adjara Group Hospitality“-ს დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

10 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, შედგება დასაქმების ფორუმი, რომელსაც გამართავს საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის უმსხვილესი და უსწრაფესი ტემპით მზარდი კომპანია „Adjara Group Hospitality“.

კომპანიის შესახებ

„Adjara Group Hospitality“ საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის უმსხვილესი და უსწრაფესი ტემპით მზარდი ჰოლდინგია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უჭირავს როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით. ამჟამად „Adjara Group Hospitality“-ს მფლობელობაში და მართვაშია საქართველოს 3 სასტუმრო და 1 ჰოსტელი: „Holiday Inn Tbilisi, “Rooms Hotel Tbilisi“, „Rooms Hotel Kazbegi“ და ჰოსტელი “Fabrika”. ამ კომპანიაში 1000 ადამიანია დასაქმებული. ასევე, აღსანიშნავია კომპანიის მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ატარებენ პრაქტიკაში. 2017 წლის ბოლოს კომპანია გეგმავს “Rooms Hotel Batumi”-ს (საკურორტო სასტუმრო 170 ნომრით) გახსნას.

დრო: 10 ნოემბერი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები