ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ადიქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის პრეზენტაცია

ღონისძიებები

18 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის პრეზენტაცია.

დღის წესრიგი:

მომხსენებელი ჯანა ჯავახიშვილი, ადიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი – „ადიქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობისა და ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოქმედების შედეგების წარდგენა“

მომხსენებელი დავით ოთიაშვილი, მეცნიერებათა დოქტორი, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი – „საქართველოში ნარკოპოლიტიკის აქტუალური საკითხების განხილვა“

მომხსენებელი ირმა კირთაძე, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი – „ევროკომისიის TEMPUS-ის მექანიზმის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „ადიქტოლოგიური განათლების ინსტიტუციური მექანიზმების განვითარება საქართველოში“ (ADDIGE) – ფარგლებში გამოცემული სპეციალური ლიტერატურის პრეზენტაცია (გამოცემული ლიტერატურა შეზღუდული რაოდენობით ხელმისაწვდომი იქნება დამსწრე აუდიტორიისათვის)

შეხვედრაში   მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაინტერესებული პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები და ამჟამინდელი სტუდენტები, საქართველოში მოქმედი ადიქტოლოგიური სერვისებისა და დარგში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე TEMPUS-ის პროექტის ადგილობრივი პარტნიორები.

გთხოვთ გვეწვიოთ!

დრო: 18 ოქტომბერი, 16:00-17:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები