ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ადამიანის უფლებების სამართლის კვირეული

ღონისძიებები

1-10 დეკემბერს საქართველოს ექვსი უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების სამართლის კვირეულს გამართავს. კვირეულის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს, ადამიანის უფლებების განსაკუთრებით აქტუალურ საკითხებზე ჩატარდება საჯარო ლექციები და დისკუსიები. ამასთან, 10 დეკემბერს უნივერსიტეტები 2014 წლის ადამიანის უფლებათა აქტივისტს დააჯილდოებენ.

ადამიანის უფლებების სამართლის კვირეულის ორგანიზატორი უნივერსიტეტები:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
საქართველოს უნივერსიტეტი;
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

ადამიანის უფლებების სამართლის კვირეულის პარტნიორები:

USAID-ის დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (EWMI-JILEP);
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში;
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

კვირეულის ჩატარების დრო: 1-10 დეკემბერი
ადგილმდებარეობა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

კვირეულის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.

ბანერები