ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ადამიანის უფლებათა ღია გაკვეთილი – სად იწყება ბოლოს და ბოლოს ადამიანის უნივერსალური უფლებები?

ღონისძიებები

ადამიანის უფლებათა ღია გაკვეთილი ყოველწლიურად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს ტარდება და სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებაა. მისი მიზანია, მოსწავლეებმა სტუდენტებისგან მოისმინონ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ, ისაუბრონ მათი დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში.

ადამიანის უფლებათა ღია გაკვეთილი არის სივრცე, სადაც მოზარდები შეძლებენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხების გაზიარებას, რომელთან გამკლავებაც მათ ყოველდღიურად უწევთ, და მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი უფლებების შესახებ.

მომხსენებლები: ომარ ისაევი, ვიკა დარსალია, მარი დევიძე, ლაშა ოქრუაშვილი, ხატია ცეცხლაძე, ანა ებანოიძე, მარიამ გაბრიჩიძე, ნუცა მაზანაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები ზურაბ შელია, მარიამ ჯიქია, ცოტნე ხვიჩია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები.


დრო: 10 დეკემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები