ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აჭარა ჯგუფის დასაქმების ფორუმი ილიაუნიში

ღონისძიებები

13 მაისს, 13:00-დან 16:00 სათამდე, ილიაუნის E207 აუდიტორიაში გაიმართება Adjara Group-ის დასაქმების ფორუმი.

დასაქმების ფორუმზე კომპანია წარმოადგენს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საინტერესო ვაკანსიებს თბილისსა და ყაზბეგში. დაინტერესებული პირები შეძლებენ ადგილზე გაიარონ გასაუბრება და დასაქმდნენ სასურველ თანამდებობაზე.

დასაქმების ფორუმზე Adjara Group წარმოადგენს:

  • ყაზბეგში, სასტუმრო „რუმსში“, ზაფხულის განმავლობაში დასაქმების შესაძლებლობას (მუშაობის პროცესში კომპანია აფინანსებს ცხოვრებისა და კვების ხარჯებს).
  • თბილისის სასტუმროებში სერვისისა და უსაფრთხოების მიმართულებით სხვადასხვა ვაკანსიას.

Adjara Group აერთიანებს ისეთ ობიექტებს, როგორებიცაა: Holiday Inn, Fabrika, Rooms hotel, Stamba hotel.

ვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

დასაქმების ფორუმზე დასწრება თავისუფალია. დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/2WwmhHY


დრო: 13 მაისი, 13:00-16:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5


ბანერები