ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“ - შეხვედრა ილიაუნის თეატრის ხელმძღვანელთან, ნატალია თვალჭრელიძესთან

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი - აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს, მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.

21 მარტს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ხელმძღვანელი, ნატალია თვალჭრელიძე შეხვდება.

საუბრის თემაა: „რატომ იარსებებს თეატრი ყოველთვის?“

ილიაუნის თეატრის ხელმძღვანელი შეეცდება, უპასუხოს თეატრთან დაკავშირებულ მთავარ შეკითხვებს:

  • რა არის თეატრი?
  • რატომ არის თეატრი მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის?
  • რა მნიშვნელობა აქვს ხელოვნების ამ დარგის შესწავლას?
  • რა პროფესიები სჭირდება თეატრს?
  • როგორ უნდა გავხდეთ მსახიობი ან რეჟისორი?
  • როგორ ასწავლიან თეატრალურ ხელოვნებას ილიაუნიში?

დრო: 21 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები