ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“ - სამართლის სკოლა: ფილმის ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2016 წლის 22 თებერვლიდან დაიწყო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი პროექტი - აბიტურიენტის დღე „ლიგამუსში“. პროექტის ფარგლებში, ყოველ ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიასსახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” სხვადასხვა მიმართულების პროფესორებსა და ლექტორებს მასპინძლობს. ისინი აბიტურიენტებს, თავიანთ პროფესიასთან ერთად, მათ სფეროში არსებულ გამოწვევებს,მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.

7 მარტს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. მომავალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები შეხვდებიან.

დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, ნახოს კინოკლასიკად აღიარებული ფილმი - „12 განრისხებული მამაკაცი“. ფილმის დასრულების შემდეგ მოეწყობა დისკუსია, რომელსაც გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ნინი გოგიბერიძე და ამავე სკოლის კონსტიტუციური კვლევებიც ცენტრის მკვლევარი, გიორგი მუმლაძე.

ფილმის შესახებ

1957 წელს გადაღებული ფილმი „12 განრისხებული მამაკაცი“ ეხმაურება დღეისთვის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს საქართველოში - ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტს. ფილმში მოთხრობილია 12 ნაფიცი მსაჯულის ისტორია. მათც ევალებათ, გაარკვიონ დამნაშავეა თუ არა 18 წლის მოზარდი საკუთარი მამის მკვლელობაში. მსაჯულებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამნაშავედ სცნობენ ბიჭს, იგისიკვდილით დაისჯება.

ფილმში საინტერესოდ იკვეთება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: ლიდერობა, სტერეოტიპული აზროვნება, ავტორიტარიზმი, ძალაუფლების მომხვეჭელობა, გავლენის მოხდენა, ძალაუფლებისა და თავისუფალი ნების კონფლიქტი. ფილმი მაყურებელს საშუალებას აძლევს, იხილოს სასამართლო პროცესი, სადაც როლები მკაცრადაა გადანაწილებული.

დრო: 7 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები