ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„9 მარტი, სისხლიანი თბილისი“ - ფილმის ჩვენება და დისკუსია 1956 წლის მარტის მოვლენების შესახებ

ღონისძიებები

9 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A101 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ადმინისტრაციის ერთობლივი ორგანიზებით, მოეწყობა ჩვენება ფილმისა: „9 მარტი, სისხლიანი თბილისი“ („9 March: Bloody Tbilisi”). მოკლემეტრაჟიანი ფილმის (ქრონომეტრაჟი - 20 წუთი) შემქმნელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ადმინისტრაცია.

ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე: 1956 წლის მარტის მოვლენები.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • ლაშა ბაქრაძე - საქართველოს ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ოლივერ რაისნერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ვლადიმერ ლუარსაბიშვილი - დოქტორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ადმინისტრატორი.

მოდერატორი: ტიმოთი ბლაუველთი - ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

1956 წლის მარტის მოვლენები

1956 წლის მარტში საქართველოს ათასობით მცხოვრებმა მიმართა ქუჩებს ხრუშჩოვის „საიდუმლო სიტყვისა“ და „დესტალინიზაციის“ დასაწყისის გასაპროტესტებლად. აღნიშნული საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირში გახლდათ პირველი მასშტაბური საჯარო პროტესტი თითქმის 30 წლის განმავლობაში. 9 მარტის ღამეს საბჭოთა არმიამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა.

1956 წელს განვითარებული მოვლენები ნამდვილად პარადოქსია საქართველოს ისტორიაში - რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ იმ ქვეყნის მოქალაქეები გამოვიდნენ სტალინის მხარდასაჭერად, რომლებიც მისი მმართველობისას საშინლად იტანჯებოდნენ.

საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დაჩრდილა უნგრეთის 1956 წლის ოქტომბრის აჯანყება და იქცა უმნიშვნელოვანეს მოვლენად როგორც საქართველოს, ისე მთელი საბჭოთა კავშირის ისტორიაში.

ენა: ინგლისური

დრო: 9 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

 

ბანერები