ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

29 აპრილი - ცეკვის საერთაშორისო დღე

ღონისძიებები

29 აპრილს მსოფლიო ცეკვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, წელს მსოფლიოს მიმართავს ცნობილი ესპანელი ქორეოგრაფი და მოცეკვავე ისრაელ გალვანი.

ცეკვის საერთაშორისო დღეს უერთდება ილიაუნის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - 29 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 301 აუდიტორიაში, გაგაცნობთ ისრაელ გალვანისა და მსოფლიო ცეკვის საბჭოს პრეზიდენტის გზავნილებს (თარგმანი ეკუთვნის ილიაუნის მაგისტრანტს, ირინა ბაგაურს). ამასთან, ნაჩვენები იქნება გალვანის ქორეოგრაფიული კომპოზიცია - ”ლორკა”(ხანგრძლივობა: 54 წთ.).

დრო: 29 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D301 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. № 32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები