ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

2014 წლის მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია

ღონისძიებები

5 ივლისს, 19:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის მაგისტრების გამოსაშვებ ცერემონიაზე.

ღონისძიებას გახსნის  და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია.

ტრადიციულად, წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული კურსდამთავრებული, რომელიც გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.

ცერემონიას სტუმრის სტატუსით ეწვევა კინომცოდნე,  ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი, კრიტიკოსი გიორგი (გოგი) გვახარია.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი მაგისტრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში აყრით დასრულდება.

ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებენ ილიაუნის მუსიკის ცენტრის ჯაზ-ვოკალის კურსის სტუდენტები (ხელმძღვანელი ირინე ებრალიძე)

დრო:  5 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ბოტანიკური ბაღი

გელოდებით.

ბანერები