ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

2014 წლის ბაკალავრების გამოსაშვები ცერემონია

ღონისძიებები

29 ივნისს, 19:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის ბაკალავრების გამოსაშვებ ცერემონიაზე.

ღონისძიებას გახსნის  და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია.

ტრადიციულად, წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული კურსდამთავრებული, რომელიც გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.

ცერემონიას სტუმრის სტატუსით ეწვევა ნიუ-იორკის ჯულიარდის კონსერვატორიის ვარსკვლავი, პიანისტი დავით ალადაშვილი. შეგახსნებეთ, რომ  ამა წლის აპრილის თვეში დავით ალადაშვილმა და ნატალია ქუთათელაძემ საქველმოქმედო კონცერტი გამართეს, კონცერტზე შემოსული თანხა კი ილიაუნის ბავშვთა და მოზარდთა კლინიკას გადაურიცხეს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ბაკალავრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში აყრით დასრულდება.

ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებს ილიაუნის როკ-ჯგუფი "yellow mellow".

დრო:  29 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის წინა ეზო (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32)

ბანერები