ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

1918-1921-1924 წლების მოვლენათა ამსახველი გამოფენა

ღონისძიებები

21 მაისს, 14.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ა კორპუსის ფოიეში გაიხსნება საქართველოს 1918-1921-1924 წლების მოვლენათა ამსახველი თემატური ექსპოზიცია. გამოფენა ეწყობა ახალგაზრდული ორგანიზაციის - „FOREVER“ და თბილისის მერიის ორგანიზებით. ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებს და უნივერსიტეტის სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ სხვადასხვა არქივში მოპოვებული 200-მდე უნიკალური ფოტოდოკუმენტი. გამოფენას გახსნის საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი.
 
ახალგაზრდული ორგანიზაცია „FOREVER“, ქალაქ თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებასთან ერთად, განახორციელებს ღონისძიებათა ერთობლიობას, სახელწოდებით „საქართველოს მოპოვებული, დაკარგული და აღდგენილი დამოუკიდებლობა - 1918-1991 წ.წ.”
ჩვენ მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება ატარებს არაკომერციულ, არაპოლიტიკურ ხასიათს. მათში მონაწილეობის მიღება და დასწრება იქნება თავისუფალი. ღონისძიებები დაგეგმილია 20-26 მაისს და იქნება ინტელექტუალურ-შემეცნებითი ხასიათის. სამოქალაქო საზოგადოების ამ კუთხით ნაკლებად ინფორმირებულ ნაწილს ექნება საშუალება, საინტერესო ფორმატით მიიღოს მეტი ინფორმაცია.

1. საქართველოს 1918-1921-1924 წლების მოვლენათა შესახებ სამეცნიერო კონფერენცია;
2.საქართველოს 1918-1921-1924 წლების მოვლენათა ამსახველი თემატური ექსპოზიცია;
3.1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის ამსახველი ფოტო გამოფენა;
4.გეგა კობახიძის ნახატების გამოფენა;
5.ფილმების ჩვენება გეგა კობახიძის მონაწილეობით;
6.მხატვარ სოსო წერეთლის ნახატების გამოფენა.

ღონისძიების მხარდაჭერა გამოხატა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა, თიბისი ბანკმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.
 
„FOREVER“  - არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია, რომლის ძირითადი მიზნებია - საქართველოს ისტორიის კვლევა, ანალიზი, განზოგადება და სხვადასხვა  ფორმით მიწოდება საზოგადოების ფართო ნაწილისათვის;  საქართველოს საზოგადო მოღვაწეებისა და სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლების ღვაწლისა და დამსახურების შესწავლა, წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობებისთვის; საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციების კვლევა, წარმოჩენა და მათი შენარჩუნების ხელშეწყობა; სამოქალაქო მონაწილეობის გააქტიურება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში; საქართველოს განვითარების სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მოვლენების მხარდაჭერა, შესწავლა, ანალიზი და განზოგადება; სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა დაახლოება, მათი ღვაწლისა და ინიციატივების წარმოჩენის ხელშეწყობა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ბანერები