ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

14 ივნისი - თანაბარი უფლებების დაცვის ეროვნული დღე

ღონისძიებები

14 ივნისს, თანაბარი უფლებების დაცვის ეროვნულ დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ტემპუსის მიერ დაფინანსებული პროექტის - საზოგადოების ღიაობა ინდივიდუალური საჭიროებების მქონე პირთათვის (ASPIRE) - ფარგლებში, მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩატარდება.

ღონისძიების გზავნილის - „შექმენი გარემო, აღიქვი შესაძლებლობა და განაპირობე განათლება“ - ირგვლივ წელსაც გაერთიანდებიან შემდეგი უმაღლესი სასწავლებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სრული პროგრამა იხილეთ აქ

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროექტის კოორდინატორი: ხათუნა დოლიძე
ტელ.: 599 11 83 38
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №32

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები