ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ზღვის მნიშვნელოვანი ფილტრების კვლევა და აღდგენა

განცხადებები

მეცნიერები, გარემოს დაცვის და იურიდიული ექსპსერტები მსჯელობენ შავ ზღვაში რიფების მართვისა და მონიტორინგის პროცესების მხარდასაჭერად
20–22 მაისი, 2013, კონსტანტა, რუმინეთი

2013 წლი 20–22 მაისს რუმინეთში, ქალაქ კონსტანტაში ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ზღვის მნიშვნელოვანი ფილტრების კვლევა და აღდგენა“ (REEFS) (შავი ზღვის პროგრამა – „შავი ზღვის აუზი 2007–2013“)  მრგავლი მაგიდის მეორე შეხვედრა.
ამ შეხვედრის მიზანია განიხილოს შავ ზღვაში რიფების კონსერვაციისა და აღდგენისათვის მონიტორინგისა და მენეჯმენტის საკითხები და  ადმინისტრაციული პროცედურები პარტნიორ ქვეყნებთან ერთად (ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა).

მეცნიერები, მკვლევარები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, იურისტები და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმსჯელებენ და გაცვლიან ინფორმაციას შავი ზღვის REEFS  პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, ასევე ხელოვნური რიფების ჩადგმის მენეჯმენტისა და მონიტორინგის შესახებ, ასევე საჭირო ადვოკატირების ღონისძიებების და დაინტერესებულ მხარეთა შორის ერთიანი ქსელის შექმნის შესახებ. 

მოხსენებით გამოვლენ მიჰაელა კანდეა, მასპინძელი ორგანიზაციის არასამთავრობო ორგანიზაია  „Mare Nostrum“– ის ხელმძღვანელი და პეტკო ცვეტკოვი, პროექტის მენეჯერი, REEFS პროექტის მთავარი პარტნიორი ბულგარეთის ბიომრავალფეროვნების ფონდის წარმომადგენელი.
REEFS პროექტის პარტნიორები არიან: ბულგარეთის ბიომრავალფეროვნების ფონდი, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი (თბილისი), რუმინეთის არასამთავრობო ორგანიზაცია  „ Mare Nostrum“, შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტი (ტრაპზონი) და  უკრაინის სამხარეთის ზღვების ბიოლოგიის  ინსტიტუტის ოდესის ფილიალი (OBIBSS).

ზღვის მნიშვნელოვანი ფილტრების კვლევა და აღდგენა (REEFS) არის საერთაშორისო საპილოტო პროექტი, რომელიც ფოკუსირებულია ხელოვნური რიფების შავი ზღვის გარემოზე ზემოქმედების მეცნიერულ კვლევაზე. 
საერთო ბუჯეტი შეადგენს 627 650 ევროს, საიდანაც გრანტის საერთო მოცულობა რომელიც გამოყოფილია ევროკავშირის საერთაშორისო პროგრამის  „შავი ზღვის აუზი 2007–2013“  მიერ  შეადგენს 564 885 ევროს.

იხილეთ პრესრელიზი>>>

ბანერები