


ინფორმაცია 2023 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით სტატუსშეჩერებული ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტთათვის ფინანსური დავალიანების ჩამოწერისა და სტატუსის აღდგენის შესახებ
განცხადებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს 2023 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერის პროცესს.
ზემოაღნიშნულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენის მოთხოვნით შეუძლიათ მიმართონ შესაბამისი განცხადებით უნივერსიტეტს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 13 ოქტომბრისა.
მნიშვნელოვანია:
ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სრულად ჩამოეწერებათ 2023 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით არსებული დავალიანება, მიუხედავად იმისა, მიმართავენ თუ არა უნივერსიტეტს აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე სემესტრში. შესაბამისად, ამ სტუდენტებს სტატუსის აღდგენის მოთხოვნით განცხადებით მომართვა შეეძლებათ მომდევნო სემესტრებშიც, სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.
ვის შეუძლია მოგვმართოს:
- საქართველოს მოქალაქეებს;
- სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს;
- სტუდენტური სტატუსის შეჩერებიდან არ უნდა იყოს გასული 5 წელი.
სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ შემოდგომის სემესტრში სტატუსის აღდგენის უფლებას, ვალდებულნი არიან, მიმდინარე და მომდევნო სემესტრების სწავლის საფასური გადაიხადონ უნივერსიტეტში დადგენილი წესის შესაბამისად.
სტატუსის აღდგენის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს როგორც ელექტრონულად
- არგუსი - შესაბამისი ბლანკით სტატუსის აღდგენა.
- ელფოსტა - info@iliauni.edu.ge
ასევე უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართზე: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E 109.
2023