ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აგრძელებს 2009 წელს დაწყებული პროექტის - "დავწეროთ ახალი მატიანე " ფარგლებში ხელნაწერთა შეგროვებას. პროექტის მიზანია, მომავალ თაობას შეუნახოს უამრავი ადამიანის თვალით დანახული გასული წლის მოვლენები, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სოციალური თემატიკა. "მემატიანეების" ნაწერები იქნება თანამედროვე ეპოქის ერთგვარი სარკე, სადაც შესაძლებელი გახდება წარსულის გაცოცხლება.


2010 წელს პროექტს დაემატა ახალი მიმართულება "ფოტომატიანე". მასალის წარმოდგენა შეიძლება ფოტორეპორტაჟისა და ვიდეოჩანაწერის სახითაც.


ხელნაწერები, ფოტო და ვიდეო მასალები შეინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, იგეგმება ნამუშევრების პრეზენტაცია.
აღნიშნულ აქციაში მონაწილების მისაღებად დაუკავშირდით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ან გააგზავნეთ მასალები შემდეგ მისამართზე: info@manuscript.ac.ge


გახდით "ახალი მემატიანე", დაუტოვეთ წარსული მომავალს.

 

 

ბანერები