ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

WTI –ს სამაგისტრო პროგრამა

WTI-ს სამაგისტრო პროგრამა ,,საერთაშორისო სამართალსა და ეკონომიკაში'' (MILE) უზრუნველყოფს სტუდენტებს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის ღრმა ცოდნით.

პროგრამა სტუდენს აძლევს შესაძლებლობას შეუერთდეს ახალგაზრდა პროფესიონალთა და აკადემიკოსთა ჯგუფს ინტენსიურ აკადემიურ კურსზე. სხვა სამაგისტრო პროგრამებთან შედარებით WTI-ს სამაგისტრო პროგრამა გამოირჩევა ფოკუსირებული სიღრმისეული სწავლებით.

MILE-ის პროგრამა მოიცავს სამ სემესტრს,( თითო სემესტრში 34 კვირა).
სასწავლო პროცესის ხანგრძლივობა დღეში შეადგენს 5 საათს, კვირაში ოთხ დღეს.
განრიგი სემესტრების მიხედვით:
პირველი სემესტრი: ოქტომბერი-დეკემბერი:
მეორე სემესტრიი: იანვარი-მარტი:
მესამე სემესტრი: აპრილი-ივლისი:
სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა: ივლისი-სექტემბერი
წელიწადში 30.000 CHF სწავლების გადასახალი.
პროგრამაში მიიღებიან საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრები (დანარჩენ ბაკალავრებს, თუ აქვთ მაგისტრის ხარისხი ან პროფესიული გამოცდილება)
სტუდენტებს აქვთ მთავრობის ან სხვა დონორი ორგანიზაციისგან მიღებული გრანტის გამოყენების უფლება.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა აპლიკაციის ფორმა, ორი სარეკომენდაციო წერილი, TOEFL-ის სერტიფიკატი, აკადემიური სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი ინგლისურ ენაზე, CV, სამოტივაციო წერილი და პირადი განაცხადი, რომელშიც ტუნდა ჩამოაყალიბონ და განიხილონ ყველა ის მიზეზი, თუ რატომ სურთ პროგრამაში მონაწილეობის მიღება. ასევე საჭიროა აკადემიური მოსწრების განმსაზღვრელი დოკუმენტი (ქულებითა და თარიღით) კონკრეტული, კოლეჯიდან, უნივერსიტეტიდან ან იმ დაწესებულებიდან, სადაც კონკრეტული ცონდა შეიძინეს. სტუდენტების შეფასება ითვალისწინებს ასევე ინტერვიუს გავლას.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი http://www.wti.org/mile/master-programme-mile-.html

ან მიმართეთ:
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

ბანერები