ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

WTI-ის (World Trade Institute) საზაფხულო აკადემიის მეშვიდე სეზონი

(13 ივლისიდან-14 აგვისტოს ჩათვლით)

სახელმწიფო მოხელეებს, პროფესიონალებს, სტუდენტებს, საერთაშორისო სამოქალაქო მოსამსახურეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და მეცნიერებს, რომლებიც ვერ ახერხებენ სამაგისტრო პროგრამის გავლას, საშუალება ეძლევათ გაიარონ მოკლევადიანი კურსები გლობალური მმართვისა და საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის სფეროში.

კურსებზე მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ადამიამა, რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ვინც საბაკალავრო პროგრამის სწავლების პროცესშია.
მონაწილეს უნდა გააჩნდეს ინგლისურ ენაზე ვრცელი მასალის წაკითხვისა და გადმოცემის უნარი.

საზაფხულო კურსებზე დასწრებისათვის აუცილებელია აპლიკაციის ფორმისა და CV-ს გაგზავნა შემდეგ მისამართზე: summer@wti.org
გაგზავნიდან 48 საათის განმავლობაში მიიღებთ პასუხს მიღებული ხართ თუ არა კურსებზე.

სრულ კურსებზე ( 5 კვირა) დასწრების თანხა შეადგენს 5,250 შვეიცარულ ფანკს.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ რომელიმე კონკრეტულ ხანგრძლივობით კურსებზე დასწრება და არა სრულად, მაშინ დასწრების თანხა ნაწილდება შემდეგი სახით:
• ერთი კვირა: CHF 1'300
• ორი კვირა: CHF 2'500
• სამი კვირა: CHF 3'600
• ოთხი კვირა: CHF 4'500
• ხუთი კვირა: CHF 5'250

თანხის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ შვეიცარული ფრანკის ვალუტით. ზემოთ აღნიშნული ხარჯები არ ითვალისწინებს მგზავრობისა და საცხოვრებელი ადგილის თანხებს.

იმ შემთხვევაში თუ კურსზე დასწრების სიაში მოხვდით და უარს განაცხადებთ:
• 2009 წლის მაისამდე- ჩამოგეჭრებათ გადახდილი თანხიდან 100 შვეიცარული ფრანკი
• 2009 წლის მაისში - ჩამოგეჭრებათ გადახდილი თანხის 30% და დაგიბრუნდებათ 70%
• 2009 წლის ივნისში-ჩამოგეჭრებათ გადახდილი თანხის 50%
• თუ საერთოდ არ დაესწრებით თანხა თანხა არ დაბრუნდება


კურსების დაფინანსება არ ხდება WTI-ის მიერ. თუ გსურთ დაფინანსება მიიღოთ ამისათვის თავად უნდა მოიძიოთ სხვა დამფინანსებელი წყარო.

ვრცლად იხილეთ ვებ-გვერდი
http://www.wti.org/summer-academy/the-7th-wti-summer-academy,-13-july---14-august-2009.html

ან მიმართეთ:

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

ბანერები